უკვე ხუთი საუკუნეა რაც ლეონარდო
დავინჩის ნახატი „მონა ლიზა“ მნახველის ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს. დავინჩიმ
ეს იდუმალი ნახატი დაახლოებით 1503 წელს შექმნა. ამ უნიკალური ნაშრომის შესახებ
სხვა ინფორმაცია ცნობილი არ არის. ისტორიკოსები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ამოხსნან
საიდუმლო რომლსაც ეს ტილო ინახავს მაგრამ დღემდე უნობია სინამდვილეში ვინ არის
გამოსახული ამ პორტრეტზე. ეს ნაშრომი მხოლოდ იტორიკოსებისა და მხატვების ინტერესს
არ იმსახურებს მისი ორიგინალი საფრანგეთის მუზეუმში ლუვრში ინახება და მას
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ნახულობს. დიდი სურვილი მაქვს ტილოს ორიგინალი
მეც ვიხილო მაგრამ სანამ ამას მოვახერხებდე ნახატის ისტორიის შესწავლით დავკმაყოფილდები.
პორტრეტზე გამოსახული ახალგაზრდა ქალის ვინაობის შესახებ სხვა და სხვა ვარაუდი არსებობს. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ჯოკონდა დავინჩის ავტოპორტრეტია.ვარაუდობენ იმასაც რომ ნახატზე გამოსახული ქალი ორსულად არის და ასეთი იდუმალი გამომეტყველება სწორედ ამის დამსახურებაა, ნაწილის ვარაუდით კი პორტრეტზე ლიზა გერერდინია გამოსახული. მონა ლიზას ასლს, რომელიც პრადოს მუზეუმში ინახებოდა რესტავრაცია ჩაუტარდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მონალიზას ტყუპისცალი სწორედ იმ დროს შეიქმნა როდესაც ლეონარდო მონა ლიზაზე მუშაობდა. ვარაუდობენ, რომ ეს ნახატი ლეონარდოს მოწაფეს ეკუთვნის, რომელიც ლეონარდო და ვინჩთან ერთად პარალელურად ხატავდა ლიზა გერარდინს რომლის საფლავიც არქეოლოგებმა ახლახანს აღმოაჩინეს. მალე გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება და თუ მართლაც ამ სურათზე ეს ქალბოტონია გამოსახული დავინჩის საიდუმლოსაც ფარდა აეხსნება. შეასაძლოა ეს იდუმალი ქალბატონი სწორედ ლიზა გერარდინია, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ვფიქრობ, ნახატზე ამავდროულად მართლაც დავინჩის ავტო პორტრეტია გამოსახული.ჩემი აზრით, ავტორმა, ასე რომ ვთქვათ საკუთარი სახისა და ლიზას სახის სინთეზი შექმნა. თუ ნახატს კარგად დავაკვირდებით ბევრ საინტერესო დეტალს აღოვაჩენთ. მაგალითად ის რომ ახალგაზრდა ქალის ნაქვთების მოხაზულობა ემთხვევა დავინჩის ნაქვთების მოხაზულობას. ამის გარდა მნახველის დიდ ყურადღებას ამოუცნობი ღიმილი იმსახურებს, რომელიც შუქჩრდილების უნიკალური გადანაწილების შედეგია. თუ კარგად დავაკვირდებით ჯოკონდას მრავლისმეტყველ გამომეტყველებაში დავინახავთ თანაგრძნობას თითქოს პორტრეტზე გამოსახული ქალი თანაგვიგრძნობს და ამავდროულად ჩვენს თანაგრძნობასაც მოითხოვს, ჩემი აზრით, ავტორმა ამ გამომეტყველებაში ქალის სისუსტესა და კაცის სულიერ სიძლიერეს გაუსვა ხაზი. ამასთან ერთად მონა ლიზას ღიმილში ირონიაც იგრძნობა რაც ალაბად იმის მიმანიშნებელია რომ ნახატი მართლაც შეიცავს რაღაც საიდუმლოს რომელსაც მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. არ ვიცი ჩემი მსჯელობა რამდენად ახლოს არის სიმართლესთან. იმედი მაქვს ახლო მომავალში ნათელი მოეფინება თითოეულ ნეტალს ამ ნახატის შესახებ.

http://www.pegasus.ge
No comments:
Post a Comment